კომპანიის შესახებ
დასავლური სტანდარტების სადაზღვევო კომპანია

 

პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების სადაზღვევო კომპანია. მომხმარებელზე აქ 2007 წლიდან ზრუნავენ.  2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია.

 

კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა, სწორედ ამიტომ ჩვენთან ყველა კლიენტი VIP სტატუსით სარგებლობს. ეს კი მნიშვნელოვანია!

 

პრაიმი  გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. მოქნილი შიდა სტრუქტურა გვეხმარება კლიენტზე მორგებული მობილური სერვისების და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვაში. ეს კი განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელს.

 

პრაიმის აქციონერი ევროპული საინვესტიციო კომპანია -  Mercury Europe Holdings SA, ფლობს მრავალმილიონიან კაპიტალს ბრიტანეთსა და გერმანიაში უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ბიზნესების სახით. კომპანიის სათაო ოფისი ლუქსემბურგშია.

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიას 2 ფილიალი შეემატა - ფოთსა და ბათუმში. უახლოეს მომავალში პრაიმი კიდევ გეგმავს გაფართოებას და ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მომსახურების გარანტირებულად მაღალ ხარისხს
  • ანაზღაურების მაქსიმალურად მოქნილ და გამარტივებულ პროცედურას
  • დასავლურ სტანდარტებს
  • მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს
  • პერსონალურ სადაზღვევო მენეჯერს
  • ასისტანსის მომსახურებას 24/7
  • დაზღვევის ყველაზე გამჭვირვალე პირობებს
  • სადაზღვევო პროდუქტების სრულ პაკეტს
  • მზარდ პროვაიდერთა ქსელს და არაპროვაიდერთა არჩევანის შესაძლებლობას
  • მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებებს, საჩუქრებსა და აქციებს
  • სადაზღვევო პრემიის (თანხის) გადახდის თქვენთვის მისაღებ ვარიანტს